სამუშაოები მასშტაბურია და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით მუშავდება ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული, ჯამში 241 -ზე მეტი ობიექტი

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფები პერმანენტულ რეჟიმში აგრძელებენ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, მათ შორის, საკარანტინო ზონაში, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საპოლიციო დანაყოფებში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში რეგულარულად ტარდება.

კომენტარები