„სამყარო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საკუთარ მიზანს საქართველოში ვერ მიაღწევს“, – ინტერნეტმომხმარებელი ლგბტქ პრაიდის შესახებ
17 მაისს, გეი-აღლუმის გადადებას, ინტერნეტ-მომხმარებელი შოთა აფხაიძე, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ეხმიანება.
„ლგბტქ ორგანიზაციამ, 17 მაისს, თბილისში დაგეგმილ გეი-პრაიდზე უარი თქვა.
საქართველო არის ერთადერთი ქრისტიანული ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ლგბტ საზოგადოებამ და მათმა მხარდამჭერებმა აღლუმის ჩატარება ვერ შეძლეს, მიუხედავად ამერიკის საელჩოსა და სხვა უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერისა.
2003 წლიდან ლგბტ თემმა, დასავლეთისგან გრანტის სახით, 250 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო.
სამყარო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მიუხედავად უზარმაზარი ფინანსური თუ პოლიტიკური მხარდაჭერისა, საკუთარ მიზანს საქართველოში ვერ მიაღწევენ!
ხალხი მაინც იესო ქრისტეს რწმენის მხარეს რჩება!
ჩვენ მართლები ვართ, ამიტომ გავიმარჯვებთ, ღმერთი ჩვენთანაა!“- წერს შოთა აფხაიძე.