„სამწუხაროა, პროექტი ჩაიშალა… მამუკა ხაზარაძის ნაცვლად პორტს სახელმწიფო ვერ“ – გიორგი გახარია

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა:
-„სამწუხაროა, – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ჩაიშალა, მაგრამ ამ პროექტის ჩაშლის ძირითადი მიზანი იყო უხარისხო ინვესტორი, რომელმაც თავისი ვალდებულებები ვერ შეასრულა. ეს სიმართლეა, ეს ასეა და რა მიკვირს, თქვენ ხანდახან მოელით,- დღეს მე პოზიციას შევიცვლიდი. მაშინაც სიმართლეს ვამბობდი, ეს ობიექტური რეალობაა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საინვესტიციო ხელშეკრულება რომ ნახოთ რამდენჯერ არის შეცვლილი, რა იყო მისი საწყისი პირობები საერთაშორისო ტენდერის და რა გახდა მერე ბოლოს, ეს ყველფერი დანარჩენი ლირიკაა და თავის მართლება.

ფაქტი არის ერთადერთი, – კერძო ინვესტორმა თავისი ვალდებულებები ვერ შეასრულა მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა დამატებით გაიზარდა ოთხჯერ თუ ხუთჯერ. არ მინდა ზუსტად აქ ახლა ციფრები მოვიყვანო. პროექტის დაწყების ეტაპი, საინვესტიციო კონტრაქტი არის დაახლოებით 10-ჯერ გადახედილი. რაც შეეძლო აქ სახელმწიფოს, ყველაფერი გააკეთა და ახლა, მამუკა ხაზარაძის ნაცვლად პორტს სახელმწიფო ვერ ააშენებდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ,-  ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს სჭირდება, უნდა აშენდეს“.

კომენტარები