„სამწუხაროა, რომ ერთი და იგივე ხალხი თავდაპირველად საუბრობდნენ განხეთქილების საშიშროებაზე, უკრაინის ავტოკეფალიასთან საქართველოს“-ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე იმსჯელონ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით:

-„საპატრიარქოში მღვდელმთავრები შეიკრიბებიან. ეს არ არის უჩვეულო შეკრება, პირველი პრეცედენტი. პერიოდულად ასეთი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა ეს შეხვედრა უფრო გაფართოებული იქნება. შეხვედრაზე დრო დაეთმობა მიმდინარე მოვლენების განსჯას, მღვდელმთავრები ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც იმსჯელებენ.

უპრეცედენტო რამ მოხდა, ეპისკოპოსის მიერ გაგზავნილი სასულიერო პირი მსახურებისთვის არ შეუშვეს ეკლესიაში. ეს ძალიან უხეში დარღვევაა, ამას ვერ იმართლებს ის, რომ ისინი არ ეთანხმებიან მღვდელმთავრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნულს თავისი პროცედურა აქვს, სააპელაციო გარჩევას ითვალისწინებს.

საპატრიარქოში მღვდელმთავრები შეიკრიბებიან. ეს არ არის უჩვეულო შეკრება და პირველი პრეცედენტი. პერიოდულად ასეთი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა ეს შეხვედრა უფრო გაფართოებული იქნება. შეხვედრაზე დრო დაეთმობა მიმდინარე მოვლენების განსჯას, მღვდელმთავრები იმსჯელებენ მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

ვიცით, რომ მამა გრიგოლი, რომელიც მეუფე სტეფანემ მსახურებისათვის მიავლინა ერთ-ერთ ტაძარში, ტაძარში არ შეუშვეს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმთავარმა შეუწყვიტა მღვდელმსახურება, მათ მაინც იმსახურეს. ეს არის უხეში დარღვევა და ელემენტარული ცოდნა სჭირდება იმას, რომ თუკი მათ აპელაციაზე საჩივარი შემოაქვთ, მანამ სანამ აპელაციის შედეგი არ დადგება უნდა დაემორჩილონ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას.

ეს კიდევ ერთი დარღვევაა, როდესაც მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას უგულებელყოფს სასულიერო პირი. დღეს შედეგებსა და გადაწყვეტილებებს არ უნდა ველოდოთ, იქნება განხილვისა და მსჯელობის გარემო, ეპისკოპოსები იმსჯელებენ, შეაფასებენ, გადაწყვეტილებები დღეს მიღებული არ იქნება. კრიტიკოსების მხრიდან ისმის მინიშნებები საეკლესიო განხეთქილებაზე, უნდა იცოდეთ, – ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა ეკლესიაში, ძალიან სამწუხაროა, რომ ერთი და იგივე ხალხი თავდაპირველად საუბრობდნენ განხეთქილების საშიშროებაზე, უკრაინის ავტოკეფალიასთან საქართველოს პოზიციაზე დამოკიდებულებით. ამბობდნენ, რომ „ გააჩნია რა პოზიციას დაიკავებს სინოდი“.

ახლა სხვა თემა არსებობს, კვლავ ისმის განხეთქილების შესახებ საუბარი, ეჭვს იწვევს ვინმეს გენერალურ გეგმას ხომ არ წარმოადგენს საქართველოს ეკლესიაში მსგავსი პროცესის დაწყება, ხომ არ ხდება ისე, რომ ეძებენ საშუალებას, თემასა და მიზეზს, რომ როგორღაც ეს პროცესი დაიძრას“.

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ოთხ სასულიერო პირს  მღვდელმოქმედების უფლება ჩამოართვა, მამა ათინოგენეს არქიმანდრიტის ხარისხი.მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხეს მოინაზონი სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე.

კომენტარები