სამხედროების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე 2 სამართალდამცველი დააკავეს – “მუხლებზე დაჩოქილს, კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით ახეხინა ყაზარმის საპირფარეშოს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტმა, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მყო­ფი ჯა­რის­კა­ცე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის 2 თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვა.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტმა, აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა 2020 წლის 29 ივ­ლისს, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცალ­კე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან ჯა­რის­კა­ცე­ბის მი­მართ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 144 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და­ი­წყო.

გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ი­სა და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის მო­მარ­თვა.

“ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის და გა­დამ­ზა­დე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ცვლის უფ­რო­სებ­მა გა­და­ა­მე­ტეს სამ­სა­ხუ­რებ­რივ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, სხვა ჯა­რის­კა­ცე­ბის თან­დას­წრე­ბით, ვა­დი­ა­ნი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნეს კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი დას­ჯის მე­თო­დე­ბი, რომ­ლი­თაც შე­ლა­ხეს მათი პი­რა­დი ღირ­სე­ბა, არ­სე­ბი­თად და­არ­ღვი­ეს მათი უფ­ლე­ბე­ბი, მი­ა­ყე­ნეს მო­რა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი და და­ა­ზი­ა­ნეს სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის და გა­დამ­ზა­დე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ცვლის უფ­როს­მა დ.დ.-მ ე.წ. “იაღ­ლუ­ჯას’’ ბა­ზა­ზე, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მყოფ ჯა­რის­კა­ცებს, სხვა­დას­ხვა დროს, მისი უშუ­ა­ლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­თა და მი­თი­თე­ბით, სხვა ჯა­რის­კა­ცე­ბის თან­დას­წრე­ბით, დას­ჯის მიზ­ნით ახე­ხი­ნა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ყა­ზარ­მის სივ­რცე­ე­ბი. კერ­ძოდ,

2020 წლის 14 მარტს ცვლის უფ­როს­მა დ.დ.-მ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მყოფ ერთ ჯა­რის­კაცს, ერთი სა­ა­თი­დან ორ სა­ა­თამ­დე ხან­გრძლი­ვო­ბით, 10 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი წო­ნის ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი­თა და ჩა­ფხუ­ტით აღ­ჭურ­ვილს, მუხ­ლებ­ზე და­ჩო­ქილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, კბი­ლი­სა და ფეხ­საც­მლის ჯაგ­რი­სე­ბით ახე­ხი­ნა ყა­ზარ­მის სა­პირ­ფა­რე­შო ოთა­ხის ია­ტა­კი.

ასე­ვე, 2020 წლის 25 მა­ისს ცვლის უფ­როს­მა დ.დ.-მ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მყო­ფი ერთი ჯა­რის­კა­ცი აღ­ჭურ­ვა 10 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი წო­ნის ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი­თა და ჩა­ფხუ­ტით და აღ­ნიშ­ნუ­ლი ეკი­პი­რე­ბით ათი-თერ­თმე­ტი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, მუხ­ლებ­ზე და­ჩო­ქილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ფეხ­საც­მლი­სა და კბი­ლის ჯაგ­რი­სე­ბით, ახე­ხი­ნა ყა­ზარ­მის საკ­ლა­სო ოთა­ხის სივ­რცე, სა­პირ­ფა­რე­შო ოთა­ხის ია­ტა­კი, სა­პირ­ფა­რე­შოს კა­რე­ბი და ჩარ­ჩო­ე­ბი, უნი­ტა­ზი და პირ­სა­ბა­ნი ნი­ჟა­რა.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, 2020 წლის 03 ივ­ლისს ცვლის უფ­როს­მა დ.დ.-მ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მყოფ ჯა­რის­კაცს, რო­მე­ლიც პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის სხვა ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად იდგა მწყობ­რში ყა­ზარ­მის სი­ახ­ლო­ვეს, მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. კერ­ძოდ, ხელი და­არ­ტყა ყე­ლის არე­ში და თავი ჩა­არ­ტყა შუბ­ლში.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, –  ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ამა­ვე სამ­მარ­თვე­ლოს ცვლის უფ­როს­მა გ.ბ.-მ ე.წ. “იაღ­ლუ­ჯას’’ ბა­ზა­ზე, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მყოფ ჯა­რის­კა­ცებს, სხვა­დას­ხვა დროს, მისი უშუ­ა­ლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­თა და მი­თი­თე­ბით, სხვა ჯა­რის­კა­ცე­ბის თან­დას­წრე­ბით, დას­ჯის მიზ­ნით ახე­ხი­ნა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ყა­ზარ­მის სივ­რცე­ე­ბი. კერ­ძოდ,

2020 წლის 28 იან­ვარს, ცვლის უფ­როს­მა გ.ბ.-მ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მყოფ ერთ ჯა­რის­კაცს, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი­დან ერთ სა­ა­თამ­დე ხან­გრძლი­ვო­ბით, კბი­ლის ჯაგ­რი­სით, ჩა­მუხ­ლულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ახე­ხი­ნა ყა­ზარ­მის სა­პირ­ფა­რე­შოს პირ­სა­ბა­ნი ოთა­ხის ია­ტა­კი და ონ­კა­ნის ნი­ჟა­რე­ბი.

ასე­ვე, 2020 წლის 24 მა­ისს ცვლის უფ­როს­მა გ.ბ.-მ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მყოფ 2 ჯა­რის­კაცს, ორი სა­ა­თი­დან ოთხ სა­ა­თამ­დე ხან­გრძლი­ვო­ბით, 10 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი წო­ნის ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი­თა და ჩა­ფხუ­ტით აღ­ჭურ­ვი­ლებს, ფეხ­საც­მლის საწ­მენ­დი ჯაგ­რი­სით, მუხ­ლებ­ზე და­ჩო­ქილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ახე­ხი­ნა ყა­ზარ­მის საკ­ლა­სო ოთა­ხის სივ­რცე, პირ­სა­ბა­ნი ოთა­ხის ია­ტა­კი და სა­პირ­ფა­რე­შოს კარი.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, 2020 წლის 17 ივ­ნისს, ცვლის უფ­როს­მა გ.ბ.-მ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მყოფ ერთ ჯა­რის­კაცს, და­ახ­ლო­ე­ბით სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფეხ­საც­მლის საწ­მენ­დი ჯაგ­რი­სით, ჩა­მუხ­ლულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ახე­ხი­ნა ყა­ზარ­მის საკ­ლა­სო ოთა­ხი, პირ­სა­ბა­ნი ოთა­ხის სივ­რცე და სა­პირ­ფა­რე­შოს კარი.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი დას­ტურ­დე­ბა ათე­უ­ლო­ბით მოწ­მის პირ­და­პი­რი ჩვე­ნე­ბე­ბით, ბრალ­დე­ბულ­თა მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ფოტო-მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­თხო­ვი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით, მათ შო­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტე­ბით და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ პირ­თა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე, რაც დაკ­მა­ყო­ფილ­და.

სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის და გა­დამ­ზა­დე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ცვლის უფ­რო­სი გ.ბ. სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის “გ“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის სამი სხვა­დას­ხვა ეპი­ზო­დის ბრალ­დე­ბით, რაც პი­რა­დი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს. რაც შე­ე­ხე­ბა ამა­ვე სამ­მარ­თვე­ლოს ცვლის უფ­როს დ.დ.-ს, იგი და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის “გ“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ორი სხვა­დას­ხვა ეპი­ზო­დის ბრალ­დე­ბით, რაც პი­რა­დი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს და სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის “ბ“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის – ძა­ლა­დო­ბით სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ხუ­თი­დან რვა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“.

კომენტარები