სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ცეცხლმაქრი ვაზა

სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ცეცხლმაქრი ვაზა. ვაზის გამოყენება ხანძრის შემთხვევაში, ცეცხლის ჩასაქრობადაა  შესაძლებელი.

ინოვაციური „სახანძრო ვაზა“, რომელიც „სამსუნგ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიაა  Cheil Worldwide-მა შექმნა, 770 მ/ლ თხევადი კალიუმის კარბონატს შეიცავს, რომელიც, ვაზის ცეცხლის მიმართულებით ტყორცნისას ბლოკავს ჟანგბადს და აქრობს ცეცხლს.

ვაზა დამზადებულია პონივინის ქლორიდისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი ნამსხვრევებისგან ადამიანის დაზიანება.

სამხრეთ კორეაში ხანძრისგან გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების 60 პროცენტი სახლებში ხდება, რაც საერთო ჯამში 2,000 შემთხვევას აღწევს. ქვეყანაში კვამლის დეტექტორებისა და ცეცხლმაქრების სახლებში დამონტაჟება სავალდებულოა. ცეცხლმაქრი ოჯახების მხოლდ 49 % აქვთ.

 

კომენტარები