სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა საზღვრისპირა ზოლზე ჯავშანტექნიკით რეიდი ჩაატარეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის შესახებ, ე.წ. კაგებე ინფორმაციას ავრცელებს:

„სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა საზღვრისპირა ზოლზე ჯავშანტექნიკით რეიდი ჩაატარეს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე საზღვარზე შესაძლო პროვოკაციული ინციდენტების ლოკალიზაციას. რეიდი დასახლებულ პუნქტ წნელისთან და გვირგვინასთან ჩატარდა. ადგილზე სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების ქმედებებს კოორდინაციას უწევდა პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის („კაგებე“) თავმჯდომარე ოლეგ შირანი“.

კომენტარები