„სანამ არ აირჩევთ „ლეიბორისტულ პარტიას“ ხელისუფლებაში, მანამდე იქნებით ასეთი გეოპოლიტიკური მათხოვრები და მსხვერპლნი“-შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის ეთერში“ განაცხადა:
-„ამას მიაღწიეთ, ვინც აირჩიეთ ნარკოლობისტები – „გირჩი“, რომლებიც იმას ფიქრობენ, პარლამენტში სად მოწიონ და ჩაკაიფდნენ, იმათ არ გიყვართ სამშობლო. ვინც აირჩიეთ, შუბლზე უშიშროების ნომერი რომ აკრიათ, ელისაშვილი და მისი საძმაკაცო, იმათ არ გიყვართ სამშობლო და საერთოდ, სანამ არ აირჩევთ „ლეიბორისტულ პარტიას“ ხელისუფლებაში, მანამდე იქნებით ასეთი გეოპოლიტიკური მათხოვრები და მსხვერპლნი ამ გარიგებებისა შიგნით თუ გარეთ.

პირველივე რაუნდიდან კოლეგები ხელით მეჭირა, რომ არ ჩაბარებოდნენ დეგნანს. ოპოზიციური პარტიების ნაწილს პარლამენტში შესვლა თავიდანვე სურდათ, მზად იყვნენ ხელი პირველივე შემოთავაზებულ დოკუმენტზე მოეწერათ.

უკვე საფრთხობელა ვიყავი იმ მოლაპარაკებებზე, ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა, რადგან, როგორც კი წავიდოდა საუბარი იმაზე, პარლამენტში შედით და სასამართლო რეფორმას ჩავატარებთ, მაშინვე ვდგებოდი და რაიმე იმისთანას ვამბობდი, რომ ჩაიშლებოდა ეს გეგმები.

საბოლოო ჯამში, იქამდე მივიდნენ, რამდენიმე შეხვედრაზე გამომტოვეს. უჩემოდ დაწერეს დოკუმენტი და პოსტფაქტუმ დამახვედრეს. როგორც კი დავინახე, ამაზე ხელმოწერის საფრთხე უკვე რეალური იყო 17 მარტს, დემარში გავაკეთე, რამაც ეს გეგმა ჩააგდო.

ვინც ხელი მოაწერა, პირველივე რაუნდიდან ერთი სული ჰქონდა პარლამენტში შესვლის. იმიტომ, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს. ხაზარაძე-ჯაფარიძეს თავისი საქმის, რადგან ისინი პოლიტიკოსებად არ დაბადებულან, ვერც გაამტყუნებ, იმ „გირჩს“ სად უფრო კარგად გააბოლოს და დათესოს მარიხუანა და ა.შ.

ევროკავშირს თუ უნდა ივანიშვილთან მოკავშირეობა, საქართველო უნდა, როგორც ტერიტორია, ასე ვერ გამოვა.ევროპელი პოლიტიკოსები გონს თუ არ მოეგებიან, ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყვის. 

ევროპის პოლიტელიტა დროზე უნდა მოეგოს გონს. ის კალიურანდი რომაა, რუსი დეპუტატი ევროპარლამენტში, დღე და ღამე რომ მოკვდა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადებების კეთებით, ის რუსი ქალბატონია, პრიბალტიკელი ქმარი ყავს, მის გვარზეა, შვიდგზის ჩემპიონია ბადმიტონში, საქართველო არ არის ბადმინტონი, ქალბატონო მარინა, ეს ფულები რომ მოდის იქ. ადრე მოსკოვში მიდოდა აქედან „სტავკები“, ახლა წავიდა ევროპისკენ და კიდევ სხვაგან. საქართველო არ არის ბადმინტონის მოედანი. თქვენი წინაპრები ხეებზე ისხდნენ, როცა ბიბლია ითარგმნებოდა აქ. ჩვენი ბედი არის ჩვენს ხელში, ნუ დავუშვებთ დაშვებულ შეცდომებს, რისი გამოსწორებაც შეიძლება გამოვასწოროთ“.

კომენტარები