სანამ არ მიხვდებით, რომ მტერს უნდა დაელაპარაკოთ, ისხედით შეშფოთებული სახეებით!

– ”აგერ მორიგი მავთულხლართების გაბმა მიდის ჩვენს მიწებზე და ეს ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებული სახეებით აკვირდებიანო…. აი როდემდე უნდა იჯდეთ ამ სირაქლემას პოზაში და მოიდებილოთ თავი, ერთმანეთს უმტკიცოთ რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა და რომ აგერ ამხელა ფიგურა ხალხია ჩამოსული დასაკვირვებლად და ანგარიშშს წარადგენენ სადღაც შუაგულ ევროპაში – არადა გადაღობილი საზღვარი ისევ იქ დარჩება და მცოცავი ოკუპაცია გაგრძელდება. როდის უნდა მიხვდეთ რომ არავინ თქვენს გამო არ აიტკივებს თავს და არ დაუპირისპირდება ოკუპანტს, როდემდე უნდა მოიკატუნოთ თავი რომ მუშაობთ ამ საკითხზე და რაიმე შედეგი დადეთ? სადაა შედეგი – 27 წელია აფხაზეთის შემდეგ და მას მერე კიდევ რამდენი ასეული ჰექტარი მიყვა დაკარგულ ტერიტორიას და რამდენი დევნილი შეემატა ქვეყანას თავისივე ქვეყანაში? მოკლედ სანამ არ მიხვდებით რომ მტერს უნდა დაელაპარაკოთ იჯექით შეშფოთებული სახეებით……. ამასობაში ირანელ ისტორიული მტრები შეისყიდიან ღიმილითა და ბედნიერი სახეებით ოკუპანტებისგან გადარჩენილ ჩვენს სამშობლოს და მერე ერთად შევშფოთდეთ” – წერს პორტალ ”დედაქალაქის დამფუძნებელი, ნინული ქავთარაძე

კომენტარები