“სანამ მილიონამდე ადამიანს ავადმყოფს უწოდებს, მანამდე იქნებ გაიხსენოს…” – ზვიად ტომარაძე – ლევან ბერძენიშვილზე:

 – “ლევან ბერძენიშვილის განუცხადებია: “ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ ახლა, არის სამარცხვინო და ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციისო”.
მე ქართული ოცნების მხარდამჭერი არ ვარ, მაგრამ სანამ მილიონამდე ადამიანს ავადმყოფს უწოდებს, მანამდე იქნებ გაიხსენოს, რომ ჯერ კომუნიზმს ებრძოდა და მერე მოინანია! შემდეგ ეროვნულ მოძრაობაში იყო და მალევე ზვიად გამსახურდიას განუდგა და შევარდანაძეს უჭერდა მხარს, მერე შევარდნაძესაც უგანა და სააკაშვილს ჩაეხუტა. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ შემოვიდა, ფულის ტომარა უწოდა და მასზე თქვა არჩევნებში 7 პროცენტსაც ვერ აიღებსო, მაგრამ მალევე ძმასთან ერთად ქართული ოცნებისგან პარლამენტშიც მოხვდა, შემდეგ ოცნებასაც უგანა და ახლა ისევ სააკაშვილს დაუტკბა… მისი და მისი სულიერი და–ძმების, ანუ რესპუბლიკური პარტიის “საგმირო საქმეებს” აღარ ჩამოვთვლი, ეს ფაქტებიც საკმარისია ამ არსების გასაცნობად და სანამ ვინმეს სამარცხვინოს და ავადმყოფს უწოდებს ჯერ საკუთარი წარსული გაიხსენოს…”
 – წერს ზვიად ტომარაძე
კომენტარები