„სანამ მიწაზე ხარ, თავი სტუმრად ჩათვალე ქრისტე ბატონის სახლში. თუკი ტრაპეზობ, იგი გიმასპინძლდება“ – წმინდა ნიკოლოზ სერბი

-„სანამ მიწაზე ხარ, თავი სტუმრად ჩათვალე ქრისტე ბატონის სახლში. თუკი ტრაპეზობ, იგი გიმასპინძლდება. თუკი ჰაერს სუნთქავ – მისსავე ჰაერს ყლაპავ. თუკი ბანაობ – მის წყალში ბანაობ. თუკი მოგზაურობ – მის მიწაზე მოგზაურობ. თუკი ქონებას აგროვებ, ეს მის სიმდირეს იუნჯებ, ხოლო თუ ფლანგავ – იმას ფლანგავ, რაც მას ეკუთვნის. თუ ძლიერი ხარ – იგი გაძლევს ნებას – ძალას ფლობდე. თუ კაცთა საზოგადოებაში იმყოფები – შენნაირ სტუმრებს შორის ხარ, თუკი ბუნებაში გაისეირნე – მის ბაღში შეხვედი. თუ განმარტოვდი – ის შენს გვერდით იმყოფება. სადაც არ უნდა წახვიდე – ის ყველგან გხედავს. რაც არ უნდა გააკეთო – მას იგი ახსოვს. ის ყველაზე ყურადღებიანი მასპინძელია, თუკი ოდესმე ვინმეს სტუმრებიხარ. იყავ პატივისმცემელი მისი. კეთილ მასპინძელს სტუმარიც კეთილი უნდა ჰყავდეს. ეს უბრალო სიტყვებია, მაგრამ უდიდეს ჭეშმარიტებას გაუწყებენ. წმინდანებმა იცოდნენ ეს ჭეშმარიტება და ამის მიხედვით მართავდნენ თავიანთ ცხოვრებას. ამიტომაც დააჯილდოვა უკვდავმა პატრონმა ზეცაში საუკუნო ცხოვრებით, მიწაზე კი სახლითა და დიდებით“.

წმინდა ნიკოლოზ სერბი

კომენტარები