„სანამ პრემიერ-მინისტრმა არ დაგავალათ აქ ჩამოსვლა, – რატომ“- ცაგერში „ნამახვანჰესის“ საკითხის განხილვა

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები მოსახლეობას ხვდებიან. შეხვედრა, ცაგერის კულტურის სახლში კამათით მიმდინარეობს. რამდენიმე მოქალაქემ კულტურის სახლის დარბაზი დატოვა.

მოსახლეობის ნაწილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგია  მიიჩნევენ, რომ გარემოსთვის საფრთხის შემცველია.

-„სანამ პრემიერ-მინისტრმა არ დაგავალათ აქ ჩამოსვლა, რატომ იწვევდით მოსახლეობასთან კონფლიქტს? ჩვენს მოყვანილ მთავრობას რატომ გვაპირისპირებთ?“ – ამ კითხვით მიმატრთა ერთ-ეთმა მოქალაქემ  ნათია თურნავას.

-„კი, მაგრამ ეკონომიკის გაკვეთილს გვიტარებთ, თუ პრობლემაზე ლაპარაკობთ?“ – მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ ნათია თურნავას და  დარბაზი დატოვა.

-„მივალ, მივალ პრობლემამდე,“ – უპასუხა  მოქალაქეს მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მთავარი ფოტო:„მთის ამბები“

პრემიერ-მინისტრმა  ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს ნამახვანჰესთან დაკავშირებული საკითხის ადგილზე გაცნობა და მოსახლეობასთან უშუალო და აქტიური კომუნიკაცია დაავალა.

კომენტარები