სანდერსმა ბაიდენის ინაუგურაციის დღეს გადაღებული ფოტოს გამოყენებით დამზადებული სუვენირებით 1.8 მილიონი დოლარის შეგროვება მოახერხა

სენატორმა, ბერნი სანდერსმა ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს გადაღებული ფოტოს გამოყენებით დამზადებული სუვენირებით 1.8 მილიონი დოლარის შეგროვება მოახერხა.სენატორი ამ თანხას ვერმონტის შტატის საქვემოლმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხავს. ამ ინფორმაციას სიბიეს ნიუსი ავრცელებს.

-„მე და ჩემი მეუღლე გაოცებულები ვიყავით ყველა კრეატიული გამოხმარეუბით, რომელიც ამ ფოტოს მოჰყვა. მოხარულები ვართ,  ინტერნეტში ჩემი პოპულარობა შეგვიძლია ვერმონტელების დახმარებისთვის გამოვიყენოთ“, – განაცხადა ბერნი სანდერსმა.

სანდერსის ხელთათმანები, ვერმონტის ერთ-ერთმა მკვიდრმა, სკოლის მასწავლებელმა მოქსოვა.

ფოტოს შესახებ სენატორმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „ენბისის“ გადაცემას „გვიანი ღამის შოუ სეთ მეიერსთან“.

-„უბრალოდ, ვიჯექი და გათბობას ვცდილობდი. ვცდილობდი, ყურადღება მიმექცია იმისთვის, რაც ხდებოდა“, – განაცხადა ბერნი სანდერსმა.

ბერნი სანდერსმა,  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე გადაღებულ იფოტო  ტანსაცმელზე დაიტანა

 

კომენტარები