სანდრა ბალოკი და „ბოჰემური რასპოდიის“ პროდიუსერი ახალ ფილმს იღებენ

ბრიტანული სერიალის „უპატიებელი“ ეკრანიზაციაში მთავარ როლს სანდრა ბალოკი შეასრულებს. მსახიობი გრემ კინგთან („ბოჰემური რაფსოდიის“ პროდიუსერი) ერთად ამ ფილმის პროდიუსერობასაც შეითავსებენ.

ფილმი ჯერ ჩანასახის სტადიაშია, მას სათაურიც არა აქვს. რეჟისორი ნორა ფიშგარდი და სცენარისტი კრისტოფერ მაკკუორრი წარმატებების მოსაპოვებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ. თავდაპირველად თვლიდნენ, რომ მთავარი როლი ანჯელინა ჯოლის უნდა ეთამაშა.

ეს Netflix-ის მეორე პროექტია, სადაც სანდრა ბალოკი მონაწილეობს. გასული ფილმი „ჩიტების სათავსო“ საკმაოდ პოპულარული გახდა. პირველი ოთხი კვირის განმავლობაში 80 მილიონი ნახვა ჰქონდა.

წყარო: ria.ru

კომენტარები