სანდრო ბრეგაძე: გახარიამ ლენტი გაჭრა, როცა საბოლოო უარი უთხრა გეი-პრაიდს!
“ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ, შს სამინისტროს პოზიცია ლგბტ-პრაიდთან დაკავშირებით, დადებითად შეაფასა და აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა:
“რაც კარგია იმასაც ვხედავ და რაც ცუდია იმასაც! უკვე 25 წელია პოლიტიკაში ვარ, რას არ გაუვლია ჩემს თვალწინ, მაგრამ ზვიადის ხელისუფლების შემდეგ, ვერცერთი მინისტრი ვერ ბედავდა უცხოელების ზეწოლის წინააღმდეგ წასვლას!
ბატონმა გახარიამ ლენტი გაჭრა და კატეგორიული უარი უთხრა გეი-პრაიდის ჩატარებას! შსს ეს პოზიცია არათუ მისასალმებელია, არამედ პრეცედენტულია, იძლევა მაგალითს იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენვე უნდა გავნასზღვროთ. არადა, უცხოელების და მამათმავლების ზეწოლა მართლაც უპრეცედენტო იყო, ასე იცის ხალხის ურყევმა ნებამ და პოლიციის ეროვნულმა პოზიციამ! დღეს შსს-მ საბოლოოდ უთხრა უარი გეი-აღლუმის ჩატარებას !” – განუცხადა “თვალსაზრისს” სანდრო ბრეგაძემ.