სანდრო ბრეგაძე: რუსეთუმეებს გვიწოდებენ ისინი, ვინც 9 აპრილს ჩვენს დარბევას ტაშს უკრავდა!

– “სამარცხვინოა – წლების შემდეგ 1989 წლის 9 აპრილის მონაწილეებს, საბჭოთა ტანკებთან შიშველი ხელებით მებრძოლ ხალხს რუსეთუმეებს გვიწოდებენ ისინი,ვინც იმ 1989 წელს ჩვენს დარბევას ტაშს უკრავდა და საბჭოთა “სალდატებს” ჩვენი ახალგაზრდა თანამებრძოლების დახოცვის გამო მხარდაჭერას უცხადებდა,საქციელს უქებდა და ეროვნული მოძრაობის ლიდერების ზვიადის-მერაბის დაჭერას მოითხოვდა !!! ვინ არიან ეს მოღალატეები ??? ვინ და თუნდაც მაშინდელი გპი-ს კომკავშირის მდივანი მამუკა ხაზარაძე, 9 აპრილის შემდეგ კომპარტიაში შესული დავით უსუფაშვილი, კგბ-ს ჯარების სერჟანტი მიხეილ სააკაშვილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ !!! მერაბ კოსტავაზე ხელი აქვს დარტყმული ნაძირალა ხაზარაძეს და დღეს ალბათ პირველი მიქანდება 9 აპრილის მემორიალთან გვირგვინით ხელში !!! ვის რად უნდა თქვენი დამპალი გვირგვინები 9 აპრილის ჯალათებო ?!!! გულისამრევია ამათი უკიდეგანო ფარისევლობა !!!” – წერს “ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე

კომენტარები