სანდრო ბრეგაძე – ქართულმა მარშმა თავისი მართალი სიტყვა შეასრულა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად-ფალსიფიცირებულად-არალეგიტიმურად გამოაცხადა !!!

ქართულმა მარშმა თავისი მართალი სიტყვა შეასრულა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად-ფალსიფიცირებულად-არალეგიტიმურად გამოაცხადა !!! ჩვენ არ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ იმ უდიდეს ფალსიფიკაციაზე,რომელიც აბსოლიტურად ყველა ოპოზიციურ პარტიას შეეხო.სერიოზულად დავზარალდით ჩვენც(უსახსრობის გამო უბნების მხოლოდ 5%-ში გვყავდა დამკვირვებლები) ჩვენი ხმები ტოტალურად მოიპარეს !!! სამწუხაროდ 2012 წლის მონაპოვრიდან აღარაფერი დარჩა,აბსოლიტურად გაქრა ყველა ის ფასეულობა,რის გამოც უკომპრომისოდ ვიბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ !!! არც ის ხალხი დარჩა ხელისუფლებაში(1-2 გამონაკლისის გარდა) რომლებმაც 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვება მოიტანა,ისინი მედროვე-ნეოკომკავშირელმა-უტიფრებმა ჩაანაცვლეს !!! სწორედ ამ საშინელმა კლანმა შეასრულა სპეცოპერაცია სახელწოდებით “არჩევნები 2020” !!! ქართული მარში როგორც მაღალი პასუხისმგებლობის პოლიტიკური ძალა შესანიშნავად აცნობიერებს,რომ სიყალბეზე მდგარი სახელმწიფო სისტემა კატასტროფამდე მიიყვანს ქვეყანას,ამიტომ ხელისუფლებას მოუწოდებს სასწრაფო წესით დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები,რომელიც ჩატარდება კომპეტენტური და სამართლიანი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით !!! აღსანიშნავია ერთი ფაქტიც,რომ ქართული მარშისადმი რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკოსებიც კი აღიარებენ(დოკუმენტებით ადასტურებენ)რომ ქართული მარშის ხმები ტოტალურად იქნა მიტაცებული,ყოველივე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რომ ბინძური ჭორი მარშის ხელისუფლებასთან ალიანსის შესახებ უსინდისო ცილისწამება გახლდათ,რის გამოც ძალიან მოკლე ხანში ბევრ სიცრუის გამავრცელებელს მოუწევს საჯაროდ ბოდიშის მოხდა.ერთს კი გაფრთხილებთ-ბოლოს ისე არ მოხდეს,რომ მხოლოდ პატრიოტულმა ძალებმა იბრძოლონ ბოლომდე,ხოლო ხელისუფლებისგან ნაკვები ულტრალიბერასტული ძალები პარლამენტში შეძვრენ !!! ქართული მარში კატეგორიული წინააღმდეგია სააკაშვილის პარტიის მმართველობაში დაბრუნებისა,რადგან ეს იქნება დანაშაული ქართველი ერის წინაშე,ამავე დროს კატეგორიულად მოითხოვს გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებას,სამართლიანი არჩევნების ჩატარებას !!!
წერს – სანდრო ბრეგაძე

კომენტარები