სანდრო მამუკელაშვილი კონფერენციის კვირის მოთამაშეა

NCAA-ის Big East-ის კონფერენციამ კვირის მოთამაშედ სეტონ ჰოლის 21 წლის ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი დაასახელა. ეს აღიარება მის კარიერაში პირველია.

გასულ კვირაში მამუკელაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ჯერ „ქსავიერი“, შემდეგ  „ბატლერი“ დაამარცხეს. პირველ შეხვედრაში 21 წლის ქართველმა თვრამეტი, მეორეში ოცდაოთხი ქულა დააგროვა.

მამუკელაშვილს მიმდინარე სეზონში საუკეთესო მოთამაშისა და საუკეთესო მძიმე ფორვარდის პრიზის მოპოვების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ასაახელებენ. ის იმ ოთხ მოთამაშეს შორისაა, რომელმაც უკვე 6 შეხვედრა მინიმუმ 20 ქულით დაასრულა, კონფერენციის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ სამჯერ მოხვდა.

კოლეჯების ლიგაში „სეტონ ჰოლი“ მომდევნო შეხვედრას „კრეიტონთან“ გამართავს, რომელსაც ტრავმირებული რატი ანდრონიკაშვილი არ ეყოლება.

კომენტარები