სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, 17 სექტემბრიდან მარატ ნოზაძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 17-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, მარატ ნოზაძის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები