სან-ფრანცისკოში ელექტრო სიგარეტების გაყიდვა აიკრძალება
სან-ფრანცისკოში ელექტრო სიგარეტების გაყიდვა აიკრძალება. ეს განკარგულება მეტროპოლის საბჭომ მოამზადა და ქალაქის მერს გადაუგზავნა. დოკუმენტს ხელი 10 დღეში უნდა მოეწეროს.
ადგილობრივი ხელისუფლება ფიქრობს, რომ ვიდრე აშშ-ის მთავრობა მოქალაქეებზე ელექტრონული სიგარეტების მავნე ზეგავლენას შეაფასებს, მანამდე მათი გაყიდვა უნდა შეჩერდეს.