საოცარი წმინდანის ხსენების დღეა –  ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო

18 აპრილს საოცარი წმინდანის ხსენების დღეა, იმდენად საოცარია მისი ცხოვრება, რომ ეკლესიამ მას დიდ მარხვის ერთი კვირა მიუძღვნა.
 ეს არის ღირსი დედა – მარიამ მეგვიპტელი. ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელის ღვაწლი ყოველი მორწმუნისათვის ჭეშმარიტი
ცხოვრების საოცარი მაგალითია. უპირველესად კი, გვასწავლის, როგორ შეიძლება დაცემული ადამიანის აღდგენა.
მარიამ მეგვიპტელი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აღდგეს ცოდვებისაგან ადამიანი, როგორ უნდა მოიკრიბოს ძალა იმისათვის, რომ განიკურნოს ვნებებისაგან.
მარიამ მეგვიპტელი სულ ყრმობიდან (ახალგაზრდობიდან) სულიერად დაეცა და დასჭირდა ბევრი შრომა, ბევრი ღვაწლი, 47 წლის განმავლობაში უდაბნოში მოღვაწეობა, რომ განწმენდილიყო.
 შევთხოვთ უფალს, რომ მაცხოვარმა ჩვენც მოგვცეს ძალა სულიერი აღდგომისა, სულიერი განწმენდისა და სულიერი ამაღლებისა.
 ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო.

ტროპარი:

შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო მარიამ.

კონდაკი:

მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა, სძლად წმიდად ქრისტესა დღეს სინანულით შეწყნარებულ იქმნა, ანგელოზთა მოქალაქობითა მიმსგავსებული, ეშმაკთა ჯვრისა საჭურველითა უჩინო ჰყოფს, ამისთვის მეუფისა გამოსჩნდა სძლად მარიამ დიდებული.

 

კომენტარები