„საპატიმრო გირაო“ არ არსებობს. მატყუარები და ნაძირლები ხართ“- გიგა უგულავა

ვროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა უგულავას განცხადებით:

-„როცა „ქართულ ოცნებაზეა“ საუბარი, პროგნოზი ძალიან უმადური რამეა. ამ პროცესს ორი რამ უძღვოდა წინ, ერთი –  ევროკავშირის განცხადება, ძალიან მკაცრად, ევროკავშირისთვის არადამახასიათებელი ლექსიკით მითითებულია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მაკროეკონომიკური ტრანში, საბიუჯეტო დახმარება დამოკიდებულია და კავშირშია უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან, იმ უმსგავსობასთან „ცახესები“ რომ დაამტკიცეს და კიდევ იგნორირებას უკეთებენ ვენეციის კომისიის განცხადებას. მეორე, – პროკურორ „ბულბულაშვილის“ განცხადება, რომელმაც მორიგ ჯერზე მოატყუა საზოგადოება, ეს კაცი არის ჩვეულებრივი მონა და აფერისტი, იმიტომ რომ საპატიმრო გირაო მელიას მიმართ ვერ იქნება კანონით გამოყენებული.

ყელმოღერებული რომ გამოდის და გვეუბნება, გადაიხადოს გირაო და გამოვა, გამოვიდეს ნებისმიერი პროკურორი და კანონით დამიმტკიცოს, მე ბოდიშს მოვუხდი, თუ არადა, ყოველ ჯერზე ვეტყვი მათ, -არიან მატყუარა აფერისტები, რადგან არ არსებობს საპატიმრო გირაო.

წესი არის შემდეგნაირად:

უნდა მოვიდეს პროკურორი, დააყენოს შუამდგომლობა გირაოზე, მოსამართლე თუ დააკმაყოფილებს, მელია უნდა გამოვიდეს და ვადა აქვს გირაოს გადახდისთვის. დღეს გირაო არ არსებობს. როდესაც ამას „ბულბულაშვილი“ ამბობს, ის არის გულისამრევი მატყუარა. ასეთ ადამიანებს უნდა მოკიდო ხელი, წვეტიანი ფეხსაცმლით „პანჩურით“ უნდა გამოაგდო პროკურატურიდან. ერთი მუხლი მაინც მიმითითოს გინდა „ბულბულაშვილმა“ და გინდა მისმა უფროსმა „შარიკოვმა“, თუ ეს საზოგადოების მოტყუება არ არის. მატყუარები და ნაძირლები ხართ ვინც იძახის, – გადაიხადოს გირაო და გამოვა. კანონს თავზე ახევთ საზოგადოებას, ეუბნებით, -რასაც გვინდა, იმას ვიტყვით, რასაც გვინდა იმას „გაჭმევთ“.

ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა 13 აპრილს 11:00 საათზე განახლდება.

კომენტარები