საპატრიარქომ კიდევ ერთი თვითმარქვია სასულიერო პირი ამხილა – „ამ პიროვნების ნებისმიერი ქმედება“

საპატრიარქომ კიდევ ერთი თვითმარქვია სასულიერო პირი ამხილა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

-„თვითმარქვია სასულიერო პირი

 ჩვენთვის ცნობილი ხდება თაღლითობის მორიგი ფაქტი. ცოტა ხნის წინ გვაცნობეს
ფოტოზე ასახულ პიროვნებასთან დაკავშირებული ზნეობრივი ხასიათის გადაცდომის შესახებ.

 როგორც ირკვევა, იგი თავს სასულიერო პირად ასაღებს, საზოგადოებას დეკანოზ ალექსანდრე გოგოლაძედ ეცნობა და არწმუნებს, რომ საქართველოს საპატრიარქოს არქეოლოგიურ სამსახურში მუშაობს.

 სინამდვილეში, იგი არ არის სასულიერო პირი და არც არავითარი კავშირი აქვს საპატრიარქოსთან. მეტიც, საქართველოს საპატრიარქოში არქეოლოგიური სამსახური არ არსებობს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ რის თვითნებური, დამაბრკოლებელი და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი”.

კომენტარები