საპატრიარქოსთან მრევლის ნაწილი აქციას მართავს – „ეს არის საქრისტიანო ომი, ამ ომში პატრიარქის ღირსება უნდა იყოს დაცული“

საპატრიარქოსთან მრევლის ნაწილი აქციას მართავს. 

-„მრევლის სახელით ვართ მოსულები. მოვედი ეროვნულ სამოსში. ჩვენ ვნახეთ ამბოხებული ფრთა ეკლესიაში, ისინი მეუფე სტეფანეს ფიზიკურად შეეჭრა და რა თქმა უნდა, ისინი აქაც შევარდებიან, იყო ამის საშიშროება. ვნახეთ, რა ორგანიზაციები დაუკავშირდნენ მათ, ქალთა უფლებები, ფემინისტები, „გირჩელები“, ეკლესიის პირდაპირი მტრები და მოძულეები. თავისთავად ცხადია აგრესიას მიიტანენ და შევარდებიან. რომც არ შევარდნენ, აქედან რომ ვაყვიროთ და პატრიარქი შეაწუხონ, ფსიქოლოგიურად დათრგუნონ, ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. ამ ფორმით პატრიარქს ვიცავთ ეკლესიის ამბოხებული ნაწილისგან, რადგან ეს არის საქრისტიანო ომი, ამ ომში პატრიარქის ღირსება უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გურამ ფალავანდიშვილმა.

საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე იმსჯელონ.

კომენტარები