საპატრიარქო –„გვინდა, საზოგადოება გავაფრთხილოთ და იცოდეს…“

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური  თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

-„ე.წ. მღვდელ-მონაზონი ზაქარია ცხვედაძე

 სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი გახდა პიროვნების შესახებ, რომელიც, როგორც ფოტოდან ჩანს, სასულიერო პირის შესამოსლითა და ჯვრით არის წარმოდგენილი. ირკვევა, რომ იგი საზოგადოებას მღვდელ-მონაზონ ზაქარია ცხვედაძის სახელით ეცნობა. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება არ არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში აღკვეცილი და ხელდასხმული.

ამიტომ გვინდა, საზოგადოება გავაფრთხილოთ, არ შევიდეს შეცდომაში და იცოდეს, რომ ამ პიროვნების ნებისმიერი ქმედება თვითნებური და დამაბრკოლებელია”

კომენტარები