„საპატრიარქო მეუფე სტეფანეს მიერ გატარებულ ყველა ზომას მხარდაჭერას უცხადებს და ეს გაგრძელდება – მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება, რაც მან ეპარქიაში განახორციელა“-დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, მღვდელმთავრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„ძალიან მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, – მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება, რაც მან ეპარქიაში განახორციელა, არის სრულად მხარდაჭერილი, ლეგიტიმური და აბსოლუტურად კანონიერია. საპატრიარქო მეუფე სტეფანეს მიერ გატარებულ ყველა ზომას მხარდაჭერას უცხადებს და ეს გაგრძელდება.

ის გარკვეული დესტრუქცია, რომელიც ვიხილეთ, რომ მეუფე სტეფანეს მიერ მივლენილი მოძღვარი ტაძარში არ შეუშვეს, შეფასებულია როგორც ამბოხი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, მათ ვინც, მეუფე სტეფანესგან მიიღეს სხვადასხვა ეპიტამია, მიიღონ მღვდელმთავრის მიერ განჩინებული ეპიტამია, დაემორჩილონ მას, ყველა ის მითითება შეასრულონ, რომელიც სასულიერო პირს ევალება, რომ მღვდელმთავრისგან მიიღოს. რაც შეეხება მათ მიერ შემოტანილ აპელიაციას, ამას სინოდი მიიღებს და განიხილავს. სწორედ ამ აპელაციას უნდა დაელოდონ, მანამდე ვალდებულნი არიან მეუფე სტეფანეს მითითებებს, განკარგულებებს, კურთხევებს დაემორჩილონ“.

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ოთხ სასულიერო პირს  მღვდელმოქმედების უფლება ჩამოართვა, მამა ათინოგენეს არქიმანდრიტის ხარისხი.მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხეს მოინაზონი სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე.

მეუფე სტეფანემ ე.წ ურჩ ბერებს ზიარება აუკრძალა,  ვიდრე ისინი

მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას ე.წ. „ამბოხებული ბერები“ ეხმაურებიან:

კომენტარები