საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერის თანამდებობაზე ბაქარ მარუაშვილი დაინიშნა

საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერის თანამდებობაზე ბაქარ მარუაშვილი დაინიშნა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის განცხადებით, ბაქარ მარუაშვილი საპენსიო სააგენტოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას უხელმძღვანელებს, რომელსაც რისკის კონტროლი ჰქვია.
,,რისკის კონტროლი თითოეული ტრანზაქციის დონეზე დამოუკიდებლად გააკონტროლებს სინვესტიციო პროცესს. რისკის კონტროლი განხორციელდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და ყველაზე თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით. რისკის კონტროლი მოიაზრებს სრულ გამჭირვალობას. რისკის სპოლიტიკა, ის პროცედურები და მეთოდოლოგიები რასაც გამოვიყენებთ, იქნება სრულიად გამჭირვალე.“ – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

კომენტარები