საპროტესტო აქცია დღეს შსს-სა და პარლამენტთან გაიმართება
საპროტესტო აქცია დღეს თბილისში ისევ განახლდება. 14:00 საათზე, აქციის მონაწილეები შს სამინისტროს შენობისკენ ავტოკოლონებით გაემართებიან და სიგნალებით გამოხატავენ პროტესტს. 19:00 საათზე კი კვლავ პარლამენტთან შეიკრიბებიან. ამის შესახებ გუშინ გამართულ დემონსტრაციაზე განაცხადეს.
აქციის მონაწილეები 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და იმ ძალოვნების დასჯას ითხოვენ, რომელთაც მათი შეფასებით, დარბევისას ძალას გადაამეტეს.