საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა ჩატარდა.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით:

-„საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების მიღებიდან საჭიროა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შევიდეს ცვლილებები, მე-10 მოწვევის პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადი რეგლამენტი დახვდეს.

იქიდან გამომდინარე, რომ პრინციპული ცვლილებები შედის კონსტიტუციაში, – ის, რომ აღარ იქნება უმცირესობა და უმრავლესობა, როგორც პოლიტიკური სუბიექტები, იქნება საპარლამენტო ოპოზიცია და საპარლამეტო უმრავლესობა, ასევე მე-10 მოწვევის პარლამენტში ძირითადი მოთამაშეები იქნებიან ფრაქციები, იცვლება ფრაქციების შექმნის წესიც, ცვლილებაა ვიცესპიკერების რაოდენობაში და სხვა. ამ პრინციპული საკითხებიდან გამომდინარე, საჭიროა ისეთი ტექნიკური ცვლილებები,  რომელიც უკვე საშუალებას მისცემს მე-10 მოწვევის პარლამენტს, ერთის მხრივ, იმუშაოს კონსტიტუციასთან შესაბამისი რეგლამენტით და მეორეს მხრივ,იყოს უფრო რაციონალური და ოპტიმალური მისი საქმიანობა“.

ირაკლი კობახიძე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი ირაკლი კობახიძემ გამოიტანა სხდომაზე. -„მესამე მოსმენისთვის პროექტში ტექნიკური სარედაქციო ცვლილებებია შეტანილი, მათ შორის არ არის ისეთი ცვლილება, რომელიც რაიმე ფორმით გავლენას მოახდენდა შინაარსზე“, – განაცხადა კობახიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით:

-„ეს არის ისტორიული შეთანხმება, რომელსაც მაქსიმალური გაფრთხილება სჭირდება. მსურს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ, იმ უდიდესი შრომისთვის, რომელიც გასწიეთ ამ ცვლილებების შემუშავებისთვის. ეს არის ნამდვილად ისტორიული ცვლილებები. ეს არის ისტორიული შეთანხმება და ამ ისტორიულ ცვლილებებს სჭირდება მაქსიმალური გაფრთხილება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი, „ქართული ოცნების“ გუნდი 92 პარლამენტის წევრი სრულად დაუჭერს მხარს პლენარულ სხდომაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები შემუშავდა სრული კონსენსუნსით და თქვენი როლი ამ ტექსტის შემუშავებაში ამ ტექსტის საბოლოო დახვეწილი ფორმით ჩამოყალიბებაში არის უდიდესი.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს მადლობას ვუხდი, კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მხერდაჭერისთვის.

სამწუხაროა, ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი, ვინც კომიტეტშია წარმოდგენილი, არ იღებს მონაწილეობას ამ კენჭისყრაში, თუმცა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებმა სრულად დაუჭირეს მხარი, ისევე როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა“.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

კომენტარები