სარიტუალო აგენტებს მიცვალებულები აერიათ

მოსკოვის გარეუბანში კოროლევში, სარიტუალო სააგენტოს თანამშრომლებმა ხანშიშესული გარდაცვლილი ქალბატონების სხეულები აერიათ. ერთ-ერთი მიცვალებული ქალბატონის ჭირისუფალმა დაკრძალვამდე შეამჩნია, რომ რაღაც რიგზე  ვერ არის. გარდაცვლილის შვილთაშვილმა აღნიშნა, რომ კუბოში მწოლიარე მოხუცისგან განსხვავებით, მის, თითქმის 100 წლის ბებიას,   კბილები არ ჰქონდა, ხოლო სახეზე მეჭეჭები აღენიშნებოდა.

სარიტუალო სააგენტოს თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ არანაირი შეცდომა არ არის. მათი თქმით, გარდაცვლილთა სხეულებს დაკრძალვისთვის ამზადებდნენ – სახე გაუწმინდეს და პროტეზი ჩაუსვეს.

ამ მოსაზრებას ის ფაქტი ადასტურებს, რომ მეორე გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახის წევრებს არანაირი ცვლილება არ შეუმჩნევიათ და მისი სხეული მიწას მშვიდად მიაბარეს.

ინფორმაციას „eg.ru“ ავრცელებს.

კომენტარები