„სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ძებნილ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა კორონავირუსი ისე, რომ არც კი მოხვედრილა ციხეში“ – თეა წულუკიანი

-„ახალი წესების მიხედვით, უცხოეთიდან შემოსული, დაკავებული ძებნილები პირდაპირ ციხის გარეთ, სამოქალაქო კლინიკაში ხვდებიან და მათ იქ ელექტრონული მეთვალყურეობით ვაკონტროლებთ.

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ძებნილ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა კორონავირუსი ისე, რომ ის არც კი მოხვედრილა ციხეში.

ახალი წესების მიხედვით, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა ჯერ კიდევ 5 მარტიდან აამუშავა, უცხოეთიდან შემოსული დაკავებული ძებნილები პირდაპირ ხვდებიან ციხის გარეთ სამოქალაქო კლინიკაში. ასე იყო ამ პატიმრის შემთხვევაშიც. მას მე-18 დღეს აღმოაჩნდა PCR ტესტის შედეგად კორონავირუსი, პენიტენციურ სამსახურს იგი გადაჰყავს სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთ ე.წ. კოვიდ კლინიკაში, სადაც იგი იმკურნალებს.

ვიპოვეთ ასეთი გამოსავალი, – მოცემულ პატიმარს გავაკონტროლებთ არა ესკორტის ოფიცრების პალატაში დისლოცირების მეშვეობით, ესკორტი არ გვინდა დავაყენოთ საფრთხის ქვეშ, არამედ, ელექტრონული მეთვალყურეობით ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ პატიმარი არ გაიქცეს. ეს არის მორიგი მაგალითი, თუ როგორ ვერგებით ვირუსს იმისათვის, საპატიმროები რომ დავიცვათ ვირუსისგან. დღეისათვის კვლავ არ არის არც ერთი არც საეჭვო და არც დადასტურებული შემთხვევა დაწესებულებებში, არც თანამშრომლებში, არც პატიმრებში. ახალი ტექნოლოგიები, რაც გვაქვს, გამოიყენება არატრადიციული შემთხვევებისთვისაც, რათა გამოსავალი ყოველთვის იყოს მორგებული სახელმწიფო ინტერესს და ადამიანის უფლებებს”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია POSTV-ს ეთერში. 

საქართველოში კორონავირუსი 647 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 372 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 11 ადამიანი.

კომენტარები