„სასამართლოს რეფორმა უნდა დაიწყოს იმით, რომ სისტემა გათავისუფლდეს კლანური“-ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა:

-„სასამართლოს რეფორმა უნდა დაიწყოს იმით, რომ სისტემა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან. მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია.  მნიშვნელოვანია, სასმართლოში რეალური რეფორმები გატარდეს.

პრინციპულად მიუღებელი და გაუგებარია, როდესაც შერჩევის პროცესი დაწყებულია დიდი ხნის წინ, დეკემბრიდან ინტენსიური გასაუბრება ტარდებოდა. ბოლო 2-3 თვის განმავლობაში გასაუბრების ტემპი რადიკალურად შემცირდა. გაუგებარია, როდესაც საქართველოს პარლამენტი კანონპროექტს გზაში გვაწევს. როგორც ჩანს ე.წ. კლანს და საქართველოს პარლამენტს ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდათ. ამიტომაც შენელდა გასაუბრების პროცესი.   ეს არის  საკითხისადმი არასერიოზული დამოკიდებულება. ჩვენს ქვეყანაში ახლა სასმართლოს დაკომპლექტების ძალიან მასშტაბური პროცესი მიმდინარეობს. ამ 11 ვაკანსიაზე კანდიდატურების დამტკიცება თუ მოხდა, გამოდის,- დაახლოებით 2050 წლამდე ჩვენ ჯამში სამი ვაკანსია გვექნება. როგორ შეიძლება, ასეთი კონვეიერული სისტემით და ქარხნული წესით ჩქარ-ჩქარა, გზაში დაწეული კანონპროექტით მოხდეს მოსამართლეების შერჩევა“.

კომენტარები