სასამართლო უნდა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან

ეკა ბესელია:

“სასამართლო უნდა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან, სამწუხაროდ, დღეს ამ ტიპის მმართველობა სახეზეა. დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ შევხვდებით იმ იურისტებს, რომლებიც ამზადებენ ამ რეზოლუციის პროექტს და ჩვენ მზად ვართ, რომ ინიცირება მოვახდინოთ ამ რეზოლუციის, რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი პარტიის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ინიცირებას დავიწყებთ, იმიტომ რომ სასამართლოს სჭირდება გათავისუფლება ამ არაჯანსაღი მმართველობისაგან. უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო კომისია, რომელმაც ძალიან მოკლე ვადაში უნდა განახორციელოს კონკრეტული ცვლილებები, რათა სასამართლოში იყოს დამოუკიდებლობის და სამართლიანი სასამართლოს აბსოლუტური საფუძვლები. მე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ ამ რეზოლუციის პროექტს, ჩართული ვიყავი სამუშაო პროცესში და ვადასტურებ, რომ მზად ვარ, ვიყო ჩართული ინიცირებაში, რომელმაც სახელი უნდა დაარქვას სასამართლოში ასებულ არაჯანსაღ მმართველობას და იმ აუცილებელ ცვლილებებს, რომელიც უნდა განხორციელდეს მოკლე პერიოდში. თუ ამას ეს პარლამენტი არ გააკეთებს, ამას გააკეთებს ახალი პარლამენტი და გააკეთებს უფრო სწრაფად”.

კომენტარები