სასარგებლო პროდუქტები

საზამთროს  “ნატურალურ ვიაგრას” უწოდებენ. მისი ნაყოფი შეიცავს ციტრულინს – ამინმჟავას, რომელიც ორგანიზმს ეხმარება მოდუნებაში და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას;

შავი შოკოლადი მდიდარია ფენილეთილამინით, რომელიც ენდორფინების – ბედნიერების ჰორმონების გამოთავისუფლებას ეხმარება. შოკოლადის წყალობით ორგანიზმში იმატებს დოფამინის დონეც. ეს უკანასკნელი კი უმნიშვნელოვანესი ნეიროტრანსმიტერია, რომელიც სქესობრივ აქტივობაზეა პასუხისმგებელი;

ნიგოზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ორგანიზმში აზოტის ოქსიდის დიდ რაოდენობას წარმოქმნის. აზოტის ოქსიდის წყალობით კი სისხლძარღვები დუნდება, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება;

გოგრის თესლი გაჯერებულია თუთიით, რომელიც ზრდის ტესტოსტერონის – მამაკაცის სასქესო ჰორმონის დონეს;

წითელი ხორცი მდიდარია თუთიით, რკინითა და B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც ერთობლიობაში ენერგის წყაროა, როგორც სასიცოცხლო, ასევე სექსუალური ენერგიის;

კვერცხი შეიცავს საკვებ ელემენტებსა და სასარგებლო ნივთიერებებს, კერძოდ L-არგინინს, რომელიც აუმჯობესებს სასქესო ჰორმონების ფუნქციობას. გარდა ამისა, კვერცხი უნიკალურად ებრძვის სტრესს, რაც ასე მნიშვნელოვანია ლიბიდოს შენარჩუნებისა და საზოგადოდ, სქესობრივი ცხოვრებისათვის.

 

 

კომენტარები