„სასიამოვნოა ჩემთვის, ჩემს ჯანმრთელობაზე ასე ზრუნავთ – თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე, ჩავიტარე ტესტი“ – გიორგი გახარია

შეკითხვაზე,  გურიის რეგიონში, სადაც პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, იქ მყოფთა ნაწილს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ჩაიტარა თუ არა გიორგი გახარიამ ტესტირება ან იმყოფებოდა თუ არა თვითიზოლაციაში,

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:

-„თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე, ჩავიტარე ტესტი, საბედნიეროდ, უარყოფითი იყო.

სასიამოვნოა ჩემთვის, ჩემს ჯანმრთელობაზე ასე ზრუნავთ.

არსებობს დადგენილი სტანდარტები, რას ნიშნავს ახლოკონტაქტი, რომლის დროსაც პირი უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში.

ეს არის მეტრზე ახლოს დისტანციაზე მყოფი 15 წუთზე უფრო მეტ ხანს პირბადეების გარეშე. ასეთი მოცემულობა მე არ მქონია. ეს ერთი, მეორე, ეპიდემიოლოგების განმარტებით,  ახლო კავშირი არ ვარ “, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები