„სასმელი წყლით კორონავირუსის გავრცელების ან გადადების არც ერთი ფაქტი მსოფლიოში აღწერილი არ არის“

-„ერთადერთი, რაც დაზუსტებულია, გამოქვეყნებულია და ამერიკის დაავადებათა კონტროლის საიტზე დევს, ეს არის, რომ სასმელი წყლით კორონავირუსის გავრცელების ან გადადების არც ერთი ფაქტი მსოფლიოში აღწერილი არ არის.

ღია სივრცეში და დიდი მოცულობის წყალში, ძალიან დიდი ალბათობით გავრცელების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს. ადამიანების მჭიდრო კონტაქტი, განსაკუთრებით მცირე მოცულობის ადგილზე, სადაც 10 ათასობით ადამიანი ჩავა, თუნდაც შავი ზღვის სანაპიროზე, პოტენციური რისკი იზრდება“, – განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ პირველის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა. 12 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კომენტარები