„სასტუმროების გარე ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონების გამოყენება იკრძალება“

-„კორონავირუსის გავრცელების გამო, ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, სასტუმროების გარე ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონების გამოყენება იკრძალება.  ბავშვების კონტროლი ამ მიმართულებით საკმაოდ რთულია.

ბავშვებმა, შესაძლოა, ოჯახებში მიიტანონ ინფექცია და მოხდეს გადაცემა. ამიტომ, ვიდრე მეტი ინფორმაცია არ გვექნება ვირუსთან დაკავშირებით, ასეთ რეკომენდაციას ვიძლევით“, – განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ გადაცემაში „დილის შოუ“.

კომენტარები