“სასულიერო პირები ყველა რაიონიდან მოდიან, რომ როგორმე ამ აქციას წინ აღუდგნენ” – დეკანოზი ბასილ იაშაღაშვილი:

„მე როგორც ვიცი, სასულიერო პირები ყველა რაიონიდან მოდიან, რომ როგორმე ამ აქციას წინ აღუდგნენ. ეს იქნება მშვიდობიანი ფორმით. ყველა ადამიანს თავისებური შინაგანი განწყობა აქვს. შეიძლება, ვიღაც მივიდეს, მათ პლაკატი წაართვას, შეიძლება, ვიღაცამ არ წაართვას და ისე იდგეს აქციაზე. გარყვნილების პლაკატი რომ უკავია ადამიანს, ვიღაც მივა და წაართმევს ისე, რომ არ სცემს და დაარტყამს, ვფიქრობ, ეს ძალადობა არაა.

ყველას მოვუწოდებ, მშვიდობიანად დავდგეთ და გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი“, – განაცხადა დეკანოზმა.

კომენტარები