სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო – 20 ათასი ოჯახისთვის სასურსათო კალათის გადაცემა

აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო. პირველ ეტაპზე მოვახდინეთ 10 ათასზე მეტი ოჯახის დახმარება, როგორც სურსათით ისე მედიკამენტებით. მეორე ეტაპი, ითვალისწინებს 20 ათასი ოჯახისთვის სასურსათო კალათის გადაცემას, რომელიც მოგვცემს საშუალებას ეს პერიოდი გავიაროთ ისე რომ არცერთ ოჯახს და განსაკუთრებით მათ პატარებს, არ გაუჭირდეთ. ბუნებრივია ეს არ იქნება ბოლო ღონისძიება, რომელსაც მთავრობა, ხელისუფლება განახორციელებს. გავაგრძელებთ მოსახლეობის და თითოეული ოჯახის გვერდით დგომას. სურსათო კალათას ამ ეტაპზე მიიღებენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; მარტოხელა პენსიონერი; სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქე; მარჩენალდაკარგული (ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე); მარტოხელა მშობელი (მარტოხელა დედა/მამა); სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე ვეტერანი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახი; ასევე, ,,ოცნების ქალაქში“ მცხოვრები 993 ოჯახი.

კომენტარები