სასწაული, რომელიც ურწმუნოსაც განაცვიფრებს

რუსეთში, კურგანის რაიონში, წმინდა-ყაზანის ჩუმეევის მამათა მონასტერში 3 ივლისს უეცრად გაჩდა ხანძარი. ტაძარი მთლიანად დაიწვა. ალი ელვის სისწრაფით მოედო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის მოპოვების სახელობის ტაძარს, განადგურდა საკურთხეველი, სადაც დაბრძანებული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.

4 ივლის როდესაც ნამწვავზე ბავშვები დადიოდნენ, ერთ-ერთმა რაღაცას ფეხი წამოკრა… ეს ის სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხატი აღმოჩნდა რომლის განადგურებას მრევლი გლოვობდა.

ტაძარი 1770 წელს ხანძარმა ადრეც გაანადგურა, მაგრამ ღვთისმშობლის ხატი მაშინაც უვნებელი იპოვეს.

კომენტარები