„სატელიტის კადრების მიხედვით, 19 და 20 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში არ დგას“ – მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა სატელიტის კადრები მიიღო. მისი მტკიცებით, კადრებში ჩანს, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 და 20 რიცხვში ტყეში არ დგას.

-„ამ კადრებით დასტურდება, მანქანა იმ ადგილზე მერე არის მიყვანილი. ზუსტად, 15 წუთის წინ მივიღე. არავინ არ იფიქროს, ამას ვინახავდი, ეს არის ტერიტორია, სადაც მანქანა უნდა იდგეს.

18, 21 და 22 რიცხვში ღრუბლიანი ამინდი იყო, შესაბამისად, რთულია დადგენა, დგას თუ არა მანქანა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემს მიერ გადაგზავნილი მასალების დახმარებით, კოორდინატები, რაც ჩემს ხელთ იყო, იქნა გადამოწმებული”, – განაცხადა რამიშვილმა „ფორმულას” გადაცემა პოლიტმეტრში.

კითხვაზე, ვინ მიაწოდა მას ეს მასალა, ორგანიზაციას დაუკავშირდა ადვოკატი თუ კერძო პირს, – რამიშვილმა არ დააკონკრეტა.

კომენტარები