საუბარია იმ მედიკამენტებზე, რომლებზე შეღავათებითაც მხოლოდ სოციალურად დაუცველი პირები სარგებლობდნენ.

 პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ყველა სოციალური ჯგუფი ქრონიკული დაავადების მედიკამენტებს 1 ლარად შეიძენს.


“საუბარია 35 დასახელების მედიკამენტებზე, რომლებიც 6 ქრონიკული დაავადებისას: დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, პარკინსონის, ფილტვის, ეპილეფსიის დროს გამოიყენება,” – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ამ მხრივ ძალიან აქტიურ მუშაობას გააგრძელებს. მისივე თქმით, მთავრობის მიზანია, შეჭირვებული მოსახლეობის მიერ “ჯიბიდან გადახდილი თანხები” მედიკამენტებზე, მინიმალური იყოს.

კომენტარები