„საუბარს ალტერნატივა არ აქვს, მე ჩხუბი არ მინდა“ – იაგო ხვიჩია

-„ჩემს პოზიციაში არაფერი იცვლება, სულ ასე ვფიქრობ, ჩვენ ხალხს არ უნდა დავუკარგოთ რწმენა, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით, საუბარს ალტერნატივა არ აქვს, საუბრის ალტერნატივა არის ჩხუბი, მე ჩხუბი არ მინდა.

ჩემთვის ეს განცხადება მნიშვნელობას იძენს იქედან გამომდინარე, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელმაც არჩევნებში 27% მიიღო, რას ფიქრობს, –  ეს არის მისი ერთ-ერთი ლიდერის კერძო პოზიცია თუ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს. 

8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს.

თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება.

კომენტარები