„საუბრის მთავარი თემა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები იყო. აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები“ – ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ფილიპ რიკერთან შეხვედრას მნიშვნელოვნად აფასებს.

-„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.  შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები იყო. აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რადგან ვითარების გამოსწორების სხვა ვარიანტი არ არსებობს.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე არის მაღალი კლასის დიპლომატი, არის ინფორმირებული საქართველოში და მთლიანად რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ. კონკრეტულად მე, და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იყო მთავარი თემა. მე დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, რასაც თქვენ წინაშე საჯაროდ ვაცხადებ. აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, სხვა ვარიანტი ვითარების გამოსწორების, ჩემი და ჩვენი პარტიის აზრით, არ არსებობს. ეს არის ჩვენი პოზიცია, ჩვენ დღეს უბრალოდ გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები