საუდის არაბეთიდან დევნილმა დებმა, თავშესაფარი მიიღეს
საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეულმა დებმა ერთ-ერთ ქვეყანაში თავშესაფარი მიიღეს.
დები საუდის არაბეთის პატარა სოფლიდან, ძმებისა და მამის აგრესიას გამოექცნენ. ისინი საქართველოში უვიზო მიმოსვლის შედეგად უპრობლემოდ ჩამოვიდნენ. დები ჩამოსვლის დღიდან ქართველი სამართალდამცავე
25 და 28 წლის მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა სოციალურ ქსელ Twitter-ში ვიდეო ატვირთეს, სადაც განაცხადეს, რომ საქართველოს ტოვებენ და ახალი ცხოვრების დასაწყებად სხვა ქვეყანაში მიდიან.
„მოხარულები ვართ განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვტოვებთ საქართველოს. მივემართებით ახალ ქვეყანაში ახალი ცხოვრების დასაწყებად. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა და ჩვენთან იყო ადგილზე თუ საზღვარგარეთ. ასევე გვსურს უღრმესი მადლობა ვუთხრათ ყველას, ვინც ხელი მოაწერა ჩვენ პეტიციას“, – ნათქვამია მაჰა და ვაფა ალ-სუბაიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.