საუკუნის საუკეთესო სერიალად- „სამეფო კარის თამაშები“

საუკუნის საუკეთესო სერიალი დასახელდა.

გამოცემა Digital Spy-ის გამოკითხვით, ბრიტანელმა მაყურებელმა საუკუნის სერიალად „სამეფო კარის თამაშები“ დაასახელა.მეორე ადგილზეა სერიალი „ძალიან უცნაური საქმეები“,  მესამეზე – „ექიმი კატა“ გავიდა.

საუკეთესო ათეულში მოხვდა პროექტი „შერლოკი“, „ბრიტანეთის საუკეთესო მცხობელი“, „მოკალი ევა“, „ჩერნობილი“.

მონაცემები Daily Mail-მა გამოქვეყნდა.

2019 წელს ცნობილი გახდა, რომ „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სერია 19,3 მილიონმა ადამიანმა ნახა, ეს რეკორდული მაჩვენებელია.

სერიალმა კიდევ ერთთი რეკორდი დაამყარა, როცა „ემის“ პრემიის 32 ნომინაციაში გაიმარჯვა. მანამდე ასეთი რეკორდი დაამყარა 25 წლის წინ სერიალმა „ნიუ-იორკის პოლიციამ“. სერიალმა 1994 წელს ჯილდო 27 ნომინაციაში მიიღო.

კომენტარები