საფრანგეთის სენატის რეზოლუცია – მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 305-მა სენატორმა დაუჭირა. რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის სენატმა მიიღო, სარეკომენდაციო ხასიათისაა, მთავრობას მისი განხორციელება არ ევალება.

რეზოლუციაში ნათქვამია:

-„სენატი საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიაროს, მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით, ეს აღიარება მოლაპარაკებების ინსტრუმენტად გამოიყენოს“.

ფრანგი სენატორების განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დაკავებული ტერიტორიები უნდა დატოვონ.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, – სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები