საფრანგეთის ყველაზე დიდ სტადიონზე კორონავირუსის ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო

საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში ყველაზე დიდ, სტად დე ფრანსის სტადიონზე კორონავირუსის ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო. სტადიონს – „ვაქცინოდრომი“ დაარქვეს. წერს  France 24 . სტად დე ფრანსის სტადიონი ევროპაში სიდიდით მერვეა.

სენ-დენისი  ვირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონია.

საფრანგეთში სპორტული სივრცეები გადაკეთდა ვაქცინაციისთვის. მარტში, მარსელში ველოდრომზემუნიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყვეს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 4 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა,  96 ათას ადამიანზე მეტი ვირუსს ემსხვერპლა.

კომენტარები