საფრანგეთსა და იტალიას შორის ცხარე კამათის მიზეზი აღმოფხვრილია

ლეონარდო დავინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავის აღსანიშნავად 24 ოქტომბერს პარიზის ლუვრში გაიხსნება მისი ნამუშევრების ყველაზე მასშტაბური გამოფენა, მათ შორის „Homo vitruvianus“, რომელიც ამჟამად ვენეციაში ინახება. არც ისე დიდი ხნის წინ ეს ნამუშევარი საფრანგეთსა და იტალიას შორის ცხარე კამათის მიზეზი გახლდათ, მაგრამ პრობლემა აღარ არსებობს, რადგან იტალიაში არსებული ზოგიერთი ტილო ლუვრს გამოფენისთვის გადაეცა.
წყარო: gazeta.ru
კომენტარები