საფრანგეთში აპრილში სამსახური დაახლოებით 850 000-მა ადამიანმა დაკარგა

საფრანგეთში აპრილში სამსახური დაახლოებით 850 000-მა ადამიანმა დაკარგა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

საფრანგეთის მთავრობის დასაქმების სააგენტოში აცხადებენ, რომ უმუშევრობის დონე ქვეყანაში 1996 წლიდან ყველაზე მაღალია.

საფრანგეთში უსამსახუროდ მყოფი ადამიანების საერთო რაოდენობა 4,5 მილიონს შეადგენს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საფრანგეთში გამოვლენილია კორონავირუსის  183 038 შემთხვევა. გარდაცვლილია 28 599 ადამიანი.

კომენტარები